Daily Group საფეხბურთო კლუბ „მესტიის“ მედია პარტნიორი გახდა

Daily Group საფეხბურთო კლუბ „მესტიის“ მედია პარტნიორი გახდა

10-06-2021, 19:58 - 2021
458
       

შპს Daily Group საფეხბურთო კლუბ „მესტიის“ მედია პარტნიორი გახდა. მხარეებმა კონტრაქტსა და მემორანდუმს ხელი დღეს მოაწერეს.

კონტრაქტისა და მემორანდუმის მიხედვით, შპს Daily Group კლუბს, მედია მომსახურების გარდა, სხვა სახის დახმარებასაც გაუწევს.

ასევე დღეს საფეხბურთო კლუბ „მესტიამ“ სასპონსორო ხელშეკრულებაც გააფორმა „ევორდ ჰოლდინგთან“.

„ჩვენი მიზანია ახალგაზრდებს თავიანთი იდეების განვითარებაში მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში. ჩვენი გუნდიც ძალიან ბევრი და ნიჭიერი ახალგაზრდით არის სავსე.

ლევან ქობალიამ ნამდვილად ისტორიული საქმე წამოიწყო. „დეილი ჯგუფი“  მას და მის გუნდს ნებისმიერ საკითხში მხარდაჭერასა უცხადებს. ჩვენ მზად ვართ მაქსიმალური გავიღოთ“, - განაცხადა Daily Group-ის გენერალურმა დირექტორმა ბექა წულაიამ.

„მადლობა მინდა გადავუხადო „ევორდ ჰოლდინგსა“ და Daily Group-ს. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ დაგვეხმარონ განვითარების პირველ და მნიშნელოვან ეტაპზე.

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და სამივე მხარისთვის ეს წარმატების მომტანი იქნება“, - განაცხადა საფეხბურთო კლუბ „მესტიის“ დამფუძნებელმა, ლევან ქობალიამ.

(R-რეკლამა)

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები