გორში ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს

გორში ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს

10-02-2022, 17:09 - 2022
879
       

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორთაშენში, ცენტრალურ მაგისტრალის ტერიტორიაზე ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს. 

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებული. ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.

როგორც „დეილიინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები