გიორგი გახარია არაფორმალურ შეხვედრას მართავს

გიორგი გახარია არაფორმალურ შეხვედრას მართავს

10-02-2022, 13:12 - 2022
4 406
       

ჩხოროწყუში „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია საკუთარ საცხოვრებელ სახლში არაფორმალურ შეხვედრას მართავს.

ყოფილი პრემიერის სახლში, შეხვედრაზე მისი პარტიის წევრები იმყოფებიან. გარდა ამისა, არსებული ცნობით, შეხვედრაზე ზუგდიდისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატებიც არიან მიწვეული. 

შეხვედრაზე საუბარი, სავარაუდოდ, სენაკისა და ზუგდიდის საკრებულოებში თავმჯდომარის ამ დრომდე ვერარჩევას შეეხება. 

ცნობისთვის, ამ საკრებულოებში „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ თავისი ხმები საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად არ ყოფნის. აქ გადამწყვეტია გახარიას გუნდის ხმა და შესაძლოა, საუბარი სწორედ ამ საკითხზე წარიმართოს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები