ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მთავრობა მიმართავს გაეროს, რომ აფხაზეთს „დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსის მიენიჭოს.
აღნიშნული ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მთავრობას გენერალური ასამბლეის დისკუსიაში მონაწილეობის უფლებას მისცეს.
მედიის ცნობით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ამის შესახებ მიმართვა გაერო-ს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსეი ბორისოვს მოსკოვში გამართული შეხვედრის დროს გადასცა.
„ინალ არძინბასა და ალექსეი ბორისოვს შორის შეხვედრა რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩოში შედგა. შეხვედრისას არძინბამ ბორისოვს გადასცა მიმართვა გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშისადმი, რომელშიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მას მოუწოდებს, აფხაზეთის რესპუბლიკას მიენიჭოს დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი გაეროში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.