ივანიშვილის ადვოკატი ოლიგარქის დასანქცირებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს

ივანიშვილის ადვოკატი ოლიგარქის დასანქცირებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს
10-06-2022, 00:46 - 2022
4 237

„ბიძინა ივანიშვილი 4 მარტიდან არა გაცხადებული, არამედ გაუცხადებელი სანქციების პირობებშია“, - ასე ეხმაურება TV იმედის ეთერში, ოლიგარქი ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.
 
მისი განცხადებით, ივანიშვილი უკვე შეეგუა ამ ყველაფერს.
 
ეს სიმშვიდე ჩვენზეც გადმოდის, რომ აკადემიურად, დინჯად და არგუმენტირებულად მივუდგეთ საქმეს... ვინც ამ ზეწოლის ავტორი, ინიციატორი, განმახორციელებელი ან ორგანიზატორია, თითქოსდა მან შეცდომა დაუშვა ბატონი ივანიშვილის ფსიქოტიპაჟის გათვლაში.
 
ჩემი წარმოდგენით, როგორც საქმის შიგნიდან მაყურებლის და თანამონაწილისა, ბატონი ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს, შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ, იოლად შეეგუა ამ ზეწოლას.
 
მხოლოდ სამართლებრივი ხერხების გამოყენებით, მხოლოდ კანონის ენით, მხოლოდ სამართლიანობის მოშველიებით ჩვენ ბოლოში გავალთ და გვაქვს საქმეზე პროგრესი ისეთი, რომელიც მოყვარეს გულს გაუკეთებს და მოშურეს მოუწევს გაწბილება იმ შედეგით, რომლის მოლოდინშიც ვართ არცთუ შორეულ პერსპექტივაში
“, - ამბობს ვიქტორ ყიფიანი.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა