ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. მგზავრები ადგილზე დაიღუპნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.