მცხეთაში, ჯვრის მიმართულებით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემთხვევას, სავარაუდოდ, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ხეს შეეჯახა და მანქანა მთლიანად დაიწვა.
„დეილიინფო“ დეტალებს შსს-ში არკვევს.