„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე წალენჯიხაში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა წალენჯიხის განვითარების საკითხსა და იმ პროექტებს შეეხეო, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოთარ ეგაძის ხელმძღვანელობით წალენჯიხაში, უახლოეს მომავალში, თეატრალური დასი ჩამოყალიბდება.
„ოთარ ეგაძის „თეატრალური სარდაფი“ ერთადერთი პროექტი არ არის, რომელიც უახლოეს მომავალში წალენჯიხაში ამუშავდება. წალენჯიხის „მეგობართა ჯგუფი’, რომელსაც მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს, პარალელურად რამდენიმე პროექტს და პროგრამას ამუშავებს“, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.