ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება - იმედი გვაქვს, ბელარუსი მაგალითს რუსეთისგან აიღებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება - იმედი გვაქვს, ბელარუსი მაგალითს რუსეთისგან აიღებს

8-02-2022, 15:47 - 2022
581
       

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შესახებ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას ეხმაურება და მას დადებითად აფასებს.

დე ფაქტო უწყების განცხადებით, იმედი აქვთ, რომ აფხაზეთი აღიარებასთან დაკავშირებით ბელარუსი მაგალითს „სტრატეგიული მოკავშირე რუსეთისგან აიღებს“.

„აფხაზეთი ღიაა დიალოგისთვის რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილ სახელმწიფოებთან, რომლებიც იზიარებენ აფხაზეთის ხალხის სამართლიან მისწრაფებებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ბელარუსის რესპუბლიკა, რომელიც იზიარებს ძირითად საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებს, მათ შორის ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპს, მხარს დაუჭერს აფხაზეთის ხალხის მიერ არჩეულ კურსს, რომელიც მიმართულია თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ და მაგალითს სტრატეგიული მოკავშირისგან, რუსეთის ფედერაციისგან აიღებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები