რუსთავში საკრებულოში თავმჯდომარისა და სამი მოადგილის თანამდებობები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „საქართველოსთვის“ წევრებმა გადაინაწილეს.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს გახარიას პარტიის წარმომადგენელი, ნოდარ შეროზია დაიკავებს. გარდა ამისა, თავმჯდომარის პირველი მოადგილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ალექსანდრე ბერიძე იქნება.
ამასთანავე, თავმჯდომარის მეორე და მესამე მოადგილეები გახარიას პარტიის წევრი, ზაზა ჯაიანი და „ენმ“-ის წევრი, თინათინ ლოცულაშვილი იქნებიან.
კენჭისყრაში მონაწილეობა „ქართული ოცნებას“ არ მიუღია. გარდა ამისა, მმართველმა პარტიამ დღეს კვლავ უარი თქვა თავმჯდომარის მოადგილის პოსტის დაკავებაზე, რასაც გახარიას გუნდმა უპასუხისმგებლობა უწოდა.