მარნეულში მკვლელობა მოხდა - დაკავებულია 17 წლის ბიჭი

მარნეულში მკვლელობა მოხდა - დაკავებულია 17 წლის ბიჭი
8-02-2022, 15:15 - 2022
561

მარნეულში 17 წლის ბიჭმა 30 წლის კაცი მოკლა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი უკვე დააკავა.

უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ მარნეულში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 დაბადებული ა.ი. ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ა.მ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა