ქობულეთის მერიაში ხმაური და დაპირისპირებაა

ქობულეთის მერიაში ხმაური და დაპირისპირებაა

8-02-2022, 12:48 - 2022
632
       

ქობულეთის მერიაში ხმაური და დაპირისპირებაა. „ნაციონალური მოძრაობა“ მერთან შეხვედრას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს. 

ოპოზიციონერ დეპუტატებს სურთ, რომ მერს კითხვები დაუსვან აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, არაერთი მიმართულებით დარღვევა გამოვლინდა.

ადგილზე მისულ პოლიტიკოსებს, მედიის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს ქობულეთის მერიაში საპოლიციო ძალები დახვდათ. ისინი მათ შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

„საკრებულოს წევრებს განცხადების გაკეთება უნდათ შენობის შიგნით. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ აღმოვჩნდით შენობის შიგნით და ჟურნალისტებს არ აძლევენ შემოსვლის უფლებას“, - აცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები