ბათუმში მდინარემ საცხოვრებელ სახლებს საძირკველი გამოაცხადა

ბათუმში მდინარემ საცხოვრებელ სახლებს საძირკველი გამოაცხადა

8-02-2022, 12:31 - 2022
812
       

ბათუმში, ბაქრაძის ქუჩაზე, მდინარე ბარცხანამ საცხოვრებელ სახლებს საძირკველი გამოაცხადა. 

ადგილობრივების განცხადებით, მათ საფრთხის გამო, სახლები წელიწად-ნახევრის წინ დატოვეს და ქირით გადავიდნენ. მათივე თქმით, მიიღეს დაპირება, რომ პრობლემა მოგვარდებოდა, თუმცა საკითხი ამ დრომდე გადაუჭრელი რჩება.

ადგილზე იმყოფებოდნენ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნაზი ფუტკარაძის განცხადებით, ბათუმის მერიის მიერ უხარისხოდ გაკეთებულმა ჯებირებმა რამდენიმე წელსაც ვერ გაძლო.

„მერიის მიერ უხარისხოდ გაკეთებულმა ჯებირმა რამდენიმე წელსაც ვერ გაუძლო, ჩაინგრა და ჩაიტანა მოსახლეობის საცხოვრებელი ბინის ნაწილი. წინასაარჩევნოდ იყო დაპირება, ტენდერიც გამოცხადდა, გაიმარჯვა შპს ბონდმა და არჩევნების შემდეგ გაუქმა ხელშეკრულება და ტენდერის პირობებიც, რა თქმა უნდა, დღემდე შეუსრულებელია“, - განაცხადა ნაზი ფუტკარაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები