შესაძლოა, VTB ბანკის მფლობელი ქართველი გახდეს - ცნობილია ვინაობა

შესაძლოა, VTB ბანკის მფლობელი ქართველი გახდეს - ცნობილია ვინაობა
27-04-2022, 01:14 - 2022
1 156

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, შესაძლოა, VTB ბანკის მფლობელი გახდეს.

ამის შესახებ გიორიგ მშვენიერაძე "მთავარი არხის" ეთერში საუბრობს. 

"ჩემი ინფორმაციით, რომელი ინფორმაციაც, მათ შორის, ეროვნული ბანკის თანამშრომლებისგანაც მსმენია, რომელზეც წუხან, დღეს მიმდინარეობს მოლაპარაკება იმაზე, რომ ბატონი ხიდაშელი გახდეს VTB ბანკის მფლობელი, რომლის საცალო პაკეტიც ვიცით რომ სხვა ბანკმა იყიდა, მაგრამ ბიზნეს-პაკეტი რაც არის, იყოს მის ხელში. დარწმუნებული ვარ, ესეც ერთგვარი გზა იქნება მომავალში რუსული კაპიტალის ბიზნესში გადინების. 

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი ხიდაშელის კაპიტალი არ არის მარტო მისი კაპიტალი. ეს კაპიტალი, სინამდვილეში, რუსული კაპიტალია. ეს ჩემი აზრი და შეხედულებაა, რომელიც გარკვეულ მტკიცებულებებს ეფუძნება და ის არის გამტარი, რადგან ის არის საქართველოს მოქალაქე, არ არის სანქცირებული", - ამბობს მშვენიერაძე.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა