გერმანია: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ჩვენი პასუხი გადამწყვეტი იქნება

გერმანია: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში  ჩვენი პასუხი გადამწყვეტი იქნება
7-02-2022, 14:59 - 2022
492

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, გერმანიისა და მოკავშირე ქვეყნების პასუხი ერთიანი და გადამწყვეტი იქნება.

ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ყველა საჭირო ნაბიჯი გადავდგათ. გვაქვს მკაფიო შეთანხმება შეერთებული შტატების მთავრობასთან გაზის ტრანზიტისა და ენერგეტიკული სუვერენიტეტის შესახებ ევროპაში. ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომ ინტენსიურად ვიბრძოლებთ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტისთვის და ვიქნებით ძალიან მტკიცე, თუ ამ გაზის ტრანზიტს საფრთხე დაემუქრება. ასევე, სრულიად ნათელია, რომ მსგავს სიტუაციაში ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ჩვენი პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა