მზიდან ამოტყორცნილი პლაზმა დედამიწისკენ მოემართება, რაც 14 აპრილს გეომაგნიტურ ქარიშხალს გამოიწვევს

მზიდან ამოტყორცნილი პლაზმა დედამიწისკენ მოემართება, რაც 14 აპრილს გეომაგნიტურ ქარიშხალს გამოიწვევს

13-04-2022, 18:32 - 2022
3 813
       

მზიდან ამოტყორცნილი უზარმაზარი პლაზმა დედამიწისკენ მოემართება და დანიშნულების ადგილს ხვალ, 14 აპრილს მიაღწევს.
 
11 აპრილს გააქტიურდა მზის მიძინებული ლაქა AR2987. შედეგად, გამოთავისუფლდა მძლავრი ენერგია რადიაციის სახით, რამაც ვარსკვლავის გვირგვინიდან პლაზმის ნაკადის ამოტყორცნა გამოიწვია.
 
როგორც მეცნიერები ამბობენ, დედამიწაზე მცირე პრობლემებს შექმნის. პლაზმის ნაკადი გეომაგნიტურ ქარიშხალს გამოიწვევს, რამაც, შესაძლოა, შეაფერხოს ხელოვნური თანამგზავრებისა და ელექტრული ქსელის მუშაობის პროცესი. ასევე, გამოიწვიოს პოლარული ნათება ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი და აიდაჰო.
 
აღსანიშნავია, რომ მზე 2019 წელს აქტიურობის ახალ ფაზაში შევიდა, რომელიც პიკს 2025 წლისთვის მიაღწევს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები