ე.წ სამხრეთ ოსეთის ჯარისკაცებმა რუსები მიატოვეს, ომში წასვლაზე უარი თქვეს და სახლში დაბრუნდნენ

ე.წ სამხრეთ ოსეთის ჯარისკაცებმა რუსები მიატოვეს, ომში წასვლაზე უარი თქვეს და სახლში დაბრუნდნენ

31-03-2022, 17:32 - 2022
1 860
       

სამასამდე ჯარისკაცმა ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან უარი თქვა უკრაინაში ბრძოლაზე და სახლში დაბრუნდა.
 
ამის შესახებ ოსმა ბლოგერმა ალიკ ფუხაევმა ტვიტერზე დაწერა.
 
დღეს 300-მდე ჯარისკაცი (ძირითადად ეთნიკური ოსი) რუსული სამხედრო ბაზიდან საკუთარი ნებით დაბრუნდა სამხრეთ ოსეთში, რადგან ჩათვალეს, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დროს, სასიკვდილოდ სწირავდნენ“,  - წერს ბლოგერი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები