რადიო თავისუფლების პროექტის, Эхо Кавказа-ს ცნობით, რუსეთმა უკრაინაში საომრად გაგზავნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მცხოვრები კონტრაქტორები, რომლებიც აქ მყოფ მე-4 გვარდიის სამხედრო ბაზაზე მსახურობდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჯავშანტექნიკის გადაადგილების კადრები, რომლებშიც ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები ოკუპირებულ რეგიონს ტოვებდნენ. ზოგიერთ კადრში ჩანს როკის გვირაბიც.
ინფორმაცია ფაქტობრივად დაადასტურა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა მარიონეტმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ, რომელსაც საკუთარ Telegram-არხზე ასევე ჰქონდა გამოქვეყნებული კადრები.
„ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა გაანადგურონ ნაცისტები, რომლებიც საკუთარ ერს ატერორებენ. ისინი ძალიან მოტივირებულები არიან, ბევრ მათგანს ვესაუბრე. მიდიან, რათა ჩვენს ძმებზე შური იძიონ!“, - დაწერა კოკოითიმ.