მოსკოვმა დაგმო აშშ-ს გადაწყვეტილება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საშიშროების ფონზე, ევროპაში დამატებითი ჯარების გაგზავნის თაობაზე, - ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ამერიკის მხრიდან ეს „დესტრუქციული“ ქმედება იყო, რამაც „დაძაბულობა უფრო მეტად გაზარდა“.
ცნობისთვის, გუშინ პენტაგონმა განაცხადა, რომ 2 000 ამერიკელი ჯარისკაცი პოლონეთში, ხოლო 1 000 ჯარისკაცი რუმინეთში გაიგზავნება. მანამდე რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000 ჯარისკაცი განათავსა, თუმცა მოსკოვი უკრაინაში შეჭრის გეგმას უარყოფს.