არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის შედეგად გორის მერიის კულტურის სააგენტოში მაინერები აღმოაჩინეს.
მაინერები უკვე ამოიღეს, დალუქეს და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უტარდება. ფაქტთან დაკავშირებით ათობით პირი უკვე დაიკითხა.
გავრცელებული ცნობით, კულტურის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეს, გიორგი ქვათაძეს ეკუთვნის. ქვათაძე არ დაუკავებიათ.
„დეილიინფო“ მომხდართან დაკავშირებით დეტალებს არკვევს.