როგორია ტყიბულში აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

როგორია ტყიბულში აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

3-02-2022, 10:01 - 2022
1 081
       

ტყიბულში, მინდელის შახტში დაშავებული 8 მეშახტე დამწვრობის ცენტრში მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს. მათგან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტს სხეულის 60%-იანი დამწვრობა აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„დამწვრობის ცენტრში კვლავ რვა მეშახტე განაგრძობს მკურნალობას. სამი მათგანი არის მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში. ყველაზე მძიმე პაციენტი კვლავ ერთ გვრჩება, მას 60% აქვს დამწვარი და სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება. ამის მიუხედავად მისი მდგომარეობაც არის სტაბილური“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ „მთავარ არხთან“.

ცნობისთვის, მინდელის შახტში აფეთქება 30 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად 8 პაციენტი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. მომხდარი მიზეზები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები