„დროა“ უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრებს გამართავს

„დროა“ უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრებს გამართავს

3-02-2022, 09:47 - 2022
748
       

„დროას“ წევრები უკრაინაში ჩავიდნენ. პარტიის წევრები აპირებენ, რომ უკრაინელ კოლეგებს შეხვდნენ და მათ ქართველი ხალხის მხარდაჭერა გამოუცხადონ.

როგორც „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობა მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს, უკრაინაში ოპოზიციის ვიზიტი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

„პირველი და მთავარი არის ის, რომ ჩავიტანოთ სოლიდარობის გზავნილი რაც არის საქართველოს მოქალაქეებში და ჩვენ ჩაგვაქვს მოქალაქეების მიერ ხელმოწერილი დროშები. ეს ასახავს იმ განწყობას, რასაც, სამწუხაროდ, არ ასახავს ჩვენი მთავრობის ქმედებები. იმ პირობებში, როდესაც მთავრობა უბრალოდ არ მოქმედებს და არ იცავს ჩვენს ინტერესებს, ოპოზიციის ვიზიტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები