„ლელო“ უკრაინაში დღეს შეხვედრებს გამართავს

„ლელო“ უკრაინაში დღეს შეხვედრებს გამართავს

3-02-2022, 09:41 - 2022
618
       

„ლელო საქართველოსთვის“ უკრაინაში ვიზიტით იმყოფება. პარტიის წევრები დღეს უკრაინის პოლიტიკურ ჯგუფებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს გამართავს.

როგორც პარტიის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, შეხვედრებზე უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ. გარდა ამისა, „ლელო“ აპირებს უკრაინელ კოლეგებთან განიხილოს საკითხი იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს უკრაინამ და საქართველომ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით.

„იმ დროს როდესაც, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების საქციელი გაოცებულს ტოვებს როგორც ჩვენს უკრაინელ, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, დავაფიქსიროთ ჩვენი ძალიან მყარი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. სოლიდარობის გამოხატვის გარდა, ჩვენი მიზანია არის, რომ ვიმსჯელოთ როგორც პოლიტიკოსებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორ უნდა ვიმოქმედოთ მომავალში ჩვენი ინტერესების დასაცავად როგორც ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი ქვეყნების გაწევრიანებების ლობირების თვალსაზრისით, ასევე რუსეთის შეკავების პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები