19 წლის ჯარისკაცის, რომელიც ჯარში გაწვევიდან 20 დღეში გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზი ცნობილია.
სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიზეზი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
„მოვიდა პასუხი, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიაა, ახლა კომისური ექსპერტიზაა დანიშნული. უნდა გაირკვევს რამდენად სწორედ არის ჩატარებული მკურნალობა სპეცილისტების მონაწილეობით“, - აცხადებს ექსპერტი „სამხრეთის კარიბჭესთან“.