ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპაში 3 000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დაახლოებით 2 000 ჯარისკაცი პოლონეთში, ხოლო 1 000 სამხედრო რუმინეთში გაიგზავნება.
გასულ თვეს აშშ-ში 8 500-ზე მეტი სამხედრო მზადყოფნის რეჟიმში გადაიყვანეს, რადგან საჭიროების შემთხვევაში ევროპაში გადაესროლათ.
თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცების ევროპაში გადასროლის მიზანი უკრაინის კრიზისი და ევროპის რუსული საფრთხისგან დაცვაა.
მოსკოვი უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს, თუმცა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს გადასროლილი. რუსეთი ეწინააღმდეგება უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და ითხოვს გარანტიას, რომ ეს არ მოხდება.