​წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

​წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

2-02-2022, 11:35 - 2022
1 007
       

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა.

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი, გია ხარჩილავა წერს.

„დამტკიცდა  მომავალი სასარგებლო საქმიანობის განმსაზღვრელ,ყოველმხრივ კონსტრუქციულ,თანამშრომლობაზე დაყრდნობილ  გარემოში.

საკრებულოს სხდომაზე ვთქვი,რომ ვიქნები ყველა წალენჯიხელის მერი და მუნიციპალიტეტის სასარგებლო საქმისთვის მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა პოლიტიკურ ძალასთან,საკრებულოს ფრაქციებთან.


ვიქნები მოხარული და ხელშემწყობი პოლიტიკური ოპონირების და  ძალიან მაღალი ხარისხის თანამშრომლობის მოდელების დამკვიდრებისა.


დავკარგეთ დრო,დასანანად,მაგრამ სრულიად ვართ მზად, გაათმაგებული ენერგიით,შევეჭიდოთ საქმეს.   ცვლილებები,ინოვაციები,გამჭვირვალეობა,სამართლიანობა,რეალური თვითმმართველობა-ეს ის პრიორიტეტებია,რომლებიც არსებულ საბიუჯეტო რესურსებს მაქსიმალურად ეფექტურს გახდის წალენჯიხის მოსახლეობისთვის.

წარმატებები ჩვენს წალენჯიხას”, - წერს გია ხარჩილავა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები