სალომე სამადაშვილი: „ლელო“ არის პატრიოტების გაერთიანება

სალომე სამადაშვილი: „ლელო“ არის პატრიოტების გაერთიანება

2-02-2022, 11:29 - 2022
647
       

„ლელო“ არის პატრიოტების გაერთიანება, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარტიაში გადასვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ არის ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც აქვს რესურსი, ყველა მოქალაქის წარმატება უზრუნველყოს.

„პოლიტიკაში ვართ გარკვეული ღირებულებებისთვის. პირველი, ეს ღირებულება ჩემთვის არის ჩვენი ქვეყანა და „ლელო“ არის პატრიოტების გაერთიანება და ამიტომ მიმაჩნია მათთან ერთად საქმიანობის გაგრძელება მნიშვნელობა. მეორე მთავარი ღირებულება პოლიტიკურ საქმიანობაში არის თავისუფლების დაცვა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში სერიოზული საფრთხე ემუქრება. პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ არის თავისუფლებისთვის გაერთიანება და ამით არის ჩემთვის საინტერესო. მესამე არის წარმატების შექმნა ყველა მოქალაქისთვის. „ლელო“ არის ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც აქვს უამრავი იდეა ამისთვის. ჩვენთვის დღეს ამ გადამწყვეტ ბრძოლაში მნიშვნელოვანია, რომ გაირღვეს ის მოჯადოებული წრე, რომელზეც ქვეყანა დადის წლებია. ეს წრე უნდა გაირღვეს. მე ამ მომავალს ვხედავ „ლელოში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილი პარტია „ლელოში“ გადავიდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები