„უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-ს პასუხიდან უკვე ცხადია, რომ ამერიკულმა მხარემ უგულებელყო რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთება“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი ყურადღებით აანალიზებს 26 იანვარს აშშ-სა და ნატო-ს პასუხებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებზე.
„უკვე ნათელია, რომ რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთება იგნორირებულია. ვერ დავინახეთ ჩვენი სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური გათვალისწინება“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, „სსრკ -ს დაშლის შემდეგ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი დაჰპირდა, რომ აღმოსავლეთით ინფრასტრუქტურას არ შეუწყობდა ხელს, მაგრამ ახლა ნატოში შედის ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და რუმინეთი“.
„ერთი თქვეს, მეორე გააკეთეს. როგორც ხალხი ამბობს, მოატყუეს, უბრალოდ მოატყუეს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.