ყვარლის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცეცხლი გავრცელებული იყო ორ ადგილას, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე. ამ დროისთვის კი ორივე მათგანი ლიკვიდირებულია.
„ხანძრის სიახლოვეს დასახლებული პუნქტი არ ყოფილა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო ცოცხალი ძალა 30-მდე მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით, ასევე, ადგილზე მუშაობდა სპეციალური ავტო ტექნიკა“, - აღნიშნულია განცხადებაში.