ოპოზიციის ნაწილი უკრაინაში მიემგზავრება

ოპოზიციის ნაწილი უკრაინაში მიემგზავრება

2-02-2022, 10:18 - 2022
719
       

„ლელო საქართველოსთვის“ და „დროა“ უკრაინაში მხარდაჭერის გამოსაცხადებლად მიემგზავრებიან.

როგორც „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, აპირებს, რომ შეხვედრები უკრაინის მმართველი პარტიის წევრებთან გამართოს და ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადოს.

„იგეგმება უკრაინის მმართველი პარტიის ლიდერებთან შეხვედრა. ამოცანაა, რომ ჩვენს მეგობრებს ჩვენი პოზიციები გავაცნოთ, სრული თანადგომა გამოვუცხადოთ მათ ამ რთულ ვითარებაში“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, უკრაინას უნდა აუხსნან, რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია საქართველოს პოზიციას არ წარმოადგენს.

„ოპოზიციას აქვს ვალდებულება, რომ კარგად გააგებინოს ჩვენს პარტნიორებსა და უკრაინას, რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია არ არის საქართველოს პოზიცია“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, უახლოს დღეებში უკრაინაში გამგზავრებას „ნაციონალური მოძრაობაც“ აპირებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები