„თქვენი ტელევიზია რომ ჩავრთო და ერთი ორი კვირა ვუყურო, მეც გავიქცევი გარანტიას გაძლევთ, თუ დავიჯერე რასაც ლაპარაკობთ“, - ასე გამოეხმაურა მდინარაძე ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას
მან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდაში კრიტიკული მედია დაადანაშაულა.
„თქვენი ტელევიზია რომ ჩავრთო და ერთი ორი კვირა ვუყურო, მეც გავიქცევი გარანტიას გაძლევთ, თუ დავიჯერე რასაც ლაპარაკობთ.
თქვენ ამას ეკონომიკურ პრობლემას უწოდებთ, პრობლემები და გამოწვევები ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, უბრალოდ ამ დროს სტატისტიკა ძალიან ცუდი მოსატანია, გაჭირვებული ადამიანი რომ გიყურებს და შენ სტატისტიკაზე ელაპარაკები შეიძლება ბოლომდე მართალი არ იყო, მაგრამ მაინც რეალური მონაცემები უნდა უთხრა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.