2 აპრილს შუალედური არჩევნები გაიმართება

2 აპრილს შუალედური არჩევნები გაიმართება

1-02-2022, 17:49 - 2022
1 345
       

ცესკოს განკარგულებით, 2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.

ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს.

შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ დატოვა, რადგან ის რუსთავის მერი გახდა, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე კი გარდაიცვალა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები