ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საქართველოს შესახებ განცხადება გააკეთა.
მისი თქმით „საქართველომ ხმამაღალი, ცხადი და ძლიერი გზავნილები უნდა გააკეთოს ყველა ურწმუნოს მიმართ ევროპაში, რომ რუსები ჯერ კიდევ აქ, საქართველოში არიან და ის რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის იმის უახლესი ეტაპი, რაც 2008 წელს დაიწყო. მისი თქმით, ეს მოვლენები კავშირშია ერთმანეთთან.
„გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ პატარა ქვეყნის ხმა მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, როგორიცაა ეუთო, გაერო, საერთაშორისო სასამართლოები. საჭიროა ყველგან ხმამაღლა საუბარი: „რუსეთო, შენ ხარ აგრესორი. შენ ეს განახორციელე ჩვენთან, ახლა ახორციელებ უკრაინაში!“ და ამის გამო მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.