საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, აქვს ეჭვი, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, მისი ჩართულობით არ შექმნილა.
„ეჭვი მაქვს, რომ თვითონ ამ „ტვიტის“ შექმნაში უშუალოდ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული, მაგრამ ეს ჩემი ვარაუდებია, რადგანაც ის ტექსტი, რომელიც ქართულად არის დაწერილი, მე ბევრ ეჭვს მიჩენს და მაქვს ჩემი მოსაზრება, თუ საიდან შეიძლება ის მოდიოდეს. მაგრამ ეს იქით იყოს, რადგან მესმის იქ შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და ამ ემოციურ ფონზე შეიძლება, რაღაც ასეთი პოსტი ყოფილიყო გაკეთებული“, - განაცხადა ზალკალიანმა „რუსთავი 2“-თან.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრემიერმა „ტვიტერზე“ ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ორი „ტვიტი“ და მოუწოდა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ სპეცრეისს, რომელმაც ქართველები უკრაინის დასახმარებლად უნდა გადაიყვანოს, დაფრენის ნებართვა მისცეს.