„იმედია გამბედაობას გამოიჩენს“ - უკრაინის პრემიერი ღარიბაშვილს მიმართავს

„იმედია გამბედაობას გამოიჩენს“ - უკრაინის პრემიერი ღარიბაშვილს მიმართავს

28-02-2022, 22:03 - 2022
1 064
       

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, იმედი აქვს, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიჩენს გამბედაობას და სპეცრეისს, რომელმაც ქართველები უკრაინის დასახმარებლად უნდა გადაიყვანოს, ფრენის ნებართვას მისცემს.

შმიგალი მიმართავს ღარიბაშვილს, რომ უკრაინა და ევროპა ამას ელოდება.

„მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება! #StopRussia. თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!”, - წერს დენის შმიგალი „ტვიტერზე“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები