ოპოზიციონერი გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას და ამბობს, რომ მისთვის გაუთავებელი ბოიკოტი და პარლამენტში შესვლა-გამოსვლა მიუღებელია.
მისი თქმით, პარლამენტში ან ხარ, ან არა და ადამიანი ნახევრად ორსულად არ შეიძლება იყოს.
„ოპოზიციის ყველა წევრის ხმა უნდა ისმოდეს პარლამენტში, ყველა ერთად უნდა მოქმედებდეს, რომ ის კრიზისი, რაც მინიმუმ 6 წელია მძვინვარებს საქართველოში პოლიტიკაში, სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისთან ერთად გადავლახოთ“, - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი შეწყვიტა და საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდა.