კელი დეგნანი: სახელმწიფო ინსპექტორის გათავისუფლებამ სისტემა შეასუსტა

კელი დეგნანი: სახელმწიფო ინსპექტორის გათავისუფლებამ სისტემა შეასუსტა

1-02-2022, 12:43 - 2022
705
       

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლებით პროფესიონალი ადამიანები იკარგებიან.

მისი თქმით, აღნიშნულის იყო არასაჭირო დანაკარგი, რამაც სისტემა შეასუსტა.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოლომდე არ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ოფისის მიერ გაწეული სამუშაო მათი ყოველდღიური ცხოვრების დასაცავად. პირადი მონაცემების დაცვა არის ერთ-ერთი ისეთი საკითხი, რომელიც მზარდად მნიშვნელოვანია. ყველა ვხედავთ, რამხელა გავლენას ახდენს ეს ჩვენს ცხოვრებაზე, თუმცა არის სხვა მნიშვნელოვანი სერვისები და პასუხისმგებლობები, რასაც ეს სამსახური მოიცავს. 

ის მნიშვნელოვანია მათ შორის იმ პროფესიონალებისთვის ხელისუფლებაში და სამართალდამცავ უწყებაში, ვისაც სურთ თავისი საქმის კეთება ძალიან მაღალ დონეზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამ ადამიანებსაც იცავს იმით, რომ იძიებს და პასუხისგებაში აძლევს იმ პირებს, ვინც არ აკმაყოფილებენ სტანდარტებს. 


კარგად ფუნქციონირებადმა დემოკრატიამ უნდა იმუშაოს იმგვარად, რომ დაიცვას მოქალაქეების პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უფლება. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მისი გუნდის მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები