სიღნაღში სახლი დაწვეს - მომხდარი, სავარაუდოდ, შურისძიება უკავშირდება

სიღნაღში სახლი დაწვეს - მომხდარი, სავარაუდოდ, შურისძიება უკავშირდება

1-02-2022, 12:32 - 2022
656
       

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუგაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. 

არსებული ინფორმაციით, დამწვარი სახლი რამდენიმე დღის წინ ამავე სოფელში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მამუკა მოკვერაშვილს ეკუთვნის.

ადგილობრივების განცხადებით, მომხდარი შესაძლოა, შურისძიებას უკავშირდებოდეს. ადგილობრივებს ამის შესახებ ეჭვს ის უჩენს, რომ 68 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული მამუკა მოკვერაშვილის სახლში, მისი დაკავების შემდეგ არავინ იმყოფებოდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები