ტყიბულში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა

ტყიბულში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა

27-02-2022, 15:54 - 2022
1 163
       

ტყიბულში ადგილობრივმა მოსახლეობამ უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა.

მოქალაქეებმა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, უკრაინა ახლა განსაცდელშია და საქართველოს მეგობარი ქვეყნისთვის სოლიდარობის გამოცხადება მნიშვნელოვანია.

„ყველამ უნდა გამოხატოს თავის აზრი, დააფიქსიროს და დაუდგეს უკრაინას გვერდით იმისთვის, რომ დღეს ეს ქვეყანა არის განსაცდელში. უკრაინის ომის დღეები ჩაივლის და შეიძლება, იგივე ბედი გავიზიაროთ ჩვენც“, - განაცხადა ალექსანდრე კაპანაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები