გორში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა

გორში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა

27-02-2022, 15:26 - 2022
731
       

[spoiler][/spoiler]გორში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს. მათ სოლიდარობის აქტს მოქალაქეებიც შეუერდნენ.

ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეების განცხადებით, გორში 2008 წელს იგივე მდგომარეობა იყო, რაც ახლა უკრაინაშია.

„არა - ომს, არა - ბოროტებას!“. ყველაზე უკეთ გვესმის უკრაინელი ხალხის და თანადგომას ვუცხადებთ მათ“, - აცხადებენ გორის უნივერსიტეტთან შეკრებილები.

აღსანიშნავა იმისა, რომ აქციაზე საქართველოს და უკრაინის ჰიმნიც გაჟღერდა. გარდა ამისა, მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ უკრაინელთა ხსოვნას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები