დღეს, 27 თებერვალს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან 18:00 საათზე უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია დაანონსებულ ივენთში.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, უკრაინელებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქუთაისელების თანადგომა უნდა აჩვენონ.
„დღეს უკრაინა იბრძვის მსოფლიო მშვიდობისა და წესრიგისათვის. უკრაინული სისხლი წყვეტს ქართველი ხალხის ადგილს მომავალ მსოფლიო წესრიგში. იმერელნო, ქუთაისელნო, 27 თებერვალს 18:00 საათზე ლ.მესხიშვილის თეატრთან შევიკრიბოთ, დავანახოთ უკრაინას ქუთაისური თანადგომა თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.