ხობში ხანძარს მამა-შვილი ემსხვერპლა

ხობში ხანძარს მამა-შვილი ემსხვერპლა

1-02-2022, 11:43 - 2022
898
       

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ქვალონში, ხანძარს მამა-შვილი ემსხვერპლა.

სოფლის რწმუნებულის, ლევან ალანიას განცხადებით, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. სახლში მამა-შვილი იმყოფებოდა, თუმცა მათ გამოსვლა ვერ მოახერხეს. 

მისივე თქმით, შვილი 30 წლამდე იყო, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ალანია ამბობს, რომ მამა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„შვილი 30 წლამდე იყო, ავადმყოფობდა, მამაც წუხელ ნასვამ მდგომარეობაში ყოფილა. ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს და მაშინვე გამოიძახეს სახანძრო, თუმცა ხის სახლი იყო, მალევე დაიწვა. მაშველებმა ცხედრები იპოვეს“, - განაცხადა სოფლის რწმუნებულმა ლევან ალანიამ.

რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები