ხარკოვის რეგიონი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ძალიან მძიმე დანაკარგი განიცადა.
ხარკოვის რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი Telegram-ზე წერს, რომ რუსეთმა 100-ზე მეტი ტექნიკა და ასობით ჯარისკაცი დაკარგა.
„გუშინ საოკუპაციო ჯარებმა განაგრძეს ბრძოლა დერგაჩოვის, ცირკუნოვის და ჩუგუევსკის მიმართულებიდან. ვისოკოედან თავდაცვის გარღვევის მცდელობები იყო. გუშინ მტერმა ძალიან დიდი დანაკარგი განიცადა. ასზე მეტი ერთეული მტრის ჯავშანტექნიკა და ასობით მოკლული ჯარისკაცია. ჩვენი ჯარისკაცები გმირულად იცავენ ხარკოვის საზღვრებს. ჩვენ ვფარავთ ყველა მიმართულებას“, - აცხადებს სინეგუბოვი.
უკრაინული მედიის ცნობით, 25 თებერვალს ქალაქის თავდაცვის გარღვევის შემთხვევები დაფიქსირდა. მტრის რამდენიმე ტანკი ხარკოვში შევიდა, რის შემდეგაც ისინი განადგურდა და უკრაინულმა ჯარებმა კონტროლი აღადგინა.