ვასილკოვისთვის ბრძოლა უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებით დასრულდა

ვასილკოვისთვის ბრძოლა უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებით დასრულდა

26-02-2022, 09:50 - 2022
1 451
       

ვასილკოვისთვის ბრძოლა უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებით დასრულდა, - ადგილობრივი  მედიის ცნობით, ამის შესახებ ქალაქის მერმა, ნატალია ბალასინოვიჩმა განაცხადა.

„ბრძოლები მთავრდება. შეიძლება ითქვას, რომ ვასილკოვოში უკვე სიწყნარეა და საშინელი ღამე დასრულდა“, - განაცხადა ქალაქის მეთაურმა.

მისივე თქმით, გუშინდელი დღიდან ქალაქში სამხედრო ნაწილები და აეროდრომი იბომბება. ბალასინოვიჩი ამბობს, რომ დედაქალაქიდან გამოგზავნილი საბრძოლო მანქანები დროულად მივიდა.

შეგახსენებთ, რომ კიევის ოლქის ქალაქ ვასილკოვში ბრძოლები მთელი ღამე გაგრძელდა. ოკუპანტებმა ადგილზე დესანტი დაუშვეს და მიმდინარეობდა საარტილერიო თავდასხმა

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები