ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად დაშავებული 8 მეშახტიდან 5 ქირურგიულ, ხოლო 3 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პირების მდგომარეობა სერიოზული, თუმცა სტაბილურია. რაც შეეხება ქირურგიულ განყოფილებაში მოთავსებულ მეშახტეებს, მათთან მდგომარეობის მცირე გაუმჯობესება შეინიშნება.
„ამ წუთისთვის დამწვრობის ცენტრში 8 პაციენტია მოთავსებული. სამი მათგანი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, 5 ქირურგიულ განყოფილებაში. რეანიმაციაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა არის სერიოზული, თუმცა სტაბილური. რაც შეეხება ქირურგიულ განყოფილებაში მყოფ პაციენტებს, მათი მდგომარეობაშიც მცირე გაუმჯობესება აღენიშნებათ, გარკვეული პერიოდი მხდება მათი დაყოვნება დამწვრობის ცენტრში“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.