გორის გვირაბში მოძრაობა იკრძალება

გორის გვირაბში მოძრაობა იკრძალება

31-01-2022, 23:20 - 2022
795
       

1-ელ თებერვალს გორის გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, - ამის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 1 თებერვლის 00:00 სთ-დან 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისი, ხოლო 03:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკი მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე და თბილისი-სენაკის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე”, - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები