მთავრობამ 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

მთავრობამ 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

22-10-2024, 00:31 - 2024
646

საქართველოს მთავრობამ 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

"3031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაგა-ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი განთავსებულია საჯარო სკოლების შენობებში, ხოლო 873 საარჩევნო უბანი - სხვა დანიშნულების შენობებში. გამომდინარე, იქიდან, რომ განსაკუთრებით საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში, სადაც განთავსებულია საარჩევნო უბნები, სამუშაო დღეებში ხორციელდება სხვადასხვა საქმიანობა და აქტივობა, რამაც შესაძლებელია შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად და მშვიდ გარემოში მოწყობა, მოთხოვნილია 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადება",- წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა