განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ხაიშში პოლიციის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

ხაიშში პოლიციის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
18-04-2021, 22:47
ავტორი: მერი ტაბატაძე

შინაგან საქმეთა სამნისტროს ინფორმაციით, ხაიშში პოლიციის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

მათი ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე, 3 პირი: 1979 წელს დაბადებული ვ.გ, 1990 წელს დაბადებული გ.უ. და 1992 წელს დაბადებული გ.უ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 17 აპრილს, ხაიშში მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების დროს, პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების გაეწია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პოლიციამ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ხაიშში დააკავა.

გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დაკავების მიზნით.

პოლიციის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
მოინახულეს 76-ჯერ
კომენტარები