განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს სიკვდილის შიშის ზღვარზე უწევს ცხოვრება - უგულავა

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს სიკვდილის შიშის ზღვარზე უწევს ცხოვრება - უგულავა
7-04-2021, 18:09
ავტორი: სოფიო შავაძე

„ჩვენს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს ისედაც ბევრი პრობლემა აქვს, იმიტომ რომ, სიკდვილის შიშის ზღვარზე უწევთ ყოველ ჯერზე გადმოსვლა, ამის მიზეზი ხან ადიდებული ენგურია , ხან მთვრალი რუსის მესაზღვრე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ,,ტვ პირველთან" განაცხადა.

მისი შეფასებით, ხელისუფლება პანდემიას მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად და ოპოზიციის შესავიწროვებლად იყენებს.

„ადგილზე უამრავი ბიუროკრატიული პრობლემაა. ამ ხალხს ისედაც ბევრი პრობლემა აქვს, იმიტომ რომ, სიკდვილის შიშის ზღვარზე უწევთ ყოველ ჯერზე გადასვლა, იქნება ეს ადიდებული ენგური, თუ მთვრალი რუსის მესაზღვრე, სიკვდილის რისკის ფასად ხდება გადასვლა და გადმოსვლა. განსაკუთრებით გართულებულია პანდემიის პერიოდი ჩვენი არაკონტროლირებადი ტერიტორიის მოსახლეებისთვის. პრაქტიკულად შუძლებელი გახდა და სერიოზული პრობლემაა პენსიის აღება რადგან ცხრა მთის გადმოვლა უწევთ მის ასაღებად. სჯობს ზედმეტი ბიუროკრატია ამოვშანთოთ დევნილებთან მიმართებაში. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ არამარტო დევნილებისთვის რომლებიც გალიდან გადმოდიან, არამედ ყველა დანარჩენი მოქალაქისთვისაც, ეს გაუაზრებელი გამკაცრებები ხშირშემთხვევაში არის დაუსაბუთებელი, ხელისუფლება ამას არ უხსნის საზოგადოებას, ამბობს რომ არის აუცილებელი და უნდა მიიღო. ამიტომაც არსებობს ეჭვი, რომ ხელისუფლება პანდემიას მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, განსამტკიცებლად და ოპოზიციის შესავიწროვებლად იყენებს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

გაზიარება
მოინახულეს 73-ჯერ
კომენტარები