რუსული კომპანია რაბათის ციხეში ფორტ ბოიარდის ანალოგს აწყობს

რუსული კომპანია რაბათის ციხეში ფორტ ბოიარდის ანალოგს აწყობს
29-07-2022, 23:44 - 2022
575

საქართველოში დაარსებული რუსული კომპანია ქვევრი-ივენთი რაბათის ციხეში ფორტ ბოიარდის ანალოგს - ფორტ რაბათს აწყობს.


როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ღონისძიების სახელწოდება რაბათის განძი იქნება და მასში მონაწილეობას მიღება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ისე ადგილობრივებსაც შეეძლებათ.

ქვევრ-ივენთის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემებით ირკვევა, რომ თამაშის მიმდინარეობისას რაბათის ციხე ტურისტებისთვის და მნახველებისთვის დაკეტილი იქნება და ტერიტორიაზე მხოლოდ ორგანიზატორები და მონაწილეები დაიშვებიან. 

თამაში 3 საათს გაგრძელდება. მსურველებს მოუწევთ 275 დოლარის გადახდა, რათა ქვევრ-ივენთის მიერ ორგანიზებულ კვესტში მონაწილეობა მიიღონ. ორგანიზატორების საიტზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ თამაშის წამყვანი დუტა სხირტლაძეა. რაბათის განძის ჩატარება სექტემბრის ბოლომდე იგეგმება.

კომპანია ქვევრი-ივენთი რუსული კომპანიაა, რომელიც საქართველოში დაარსდა. მისი დაარსების თარიღი უცნობია. კომპანიის ვებგვერდზე წერია, რომ ისინი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებს აწყობენ და რუსულ-ქართული მეგობრობის რეტორიკით გამოირჩევიან. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა